”წმინდანებთა ურთიერთობის შესახებ”


წმინდანების პატივისცემა და მათთან ლოცვითი კავშირი ეკლესიის ცოცხალი გამოცდილება გახლავთ. ეკლესიას მთელი თავისი არსებობის მანძილზე თაყვანი არავისთვის უცია, წმინდა სამების-მამა ღმერთის, ძისა და სულიწმინდისა გარდა. წმინდანებს მოწიწებისა და პატივისცემის გრძნობით ეკიდებიან.
პირჯვრის წერა უძველესი ქრისტიანული სიმბოლოა, როცა ქრისტიანი პირჯვარს იწერს.ეს მოქმედება გამოხატავს ახსარებას შჯულისას. მარჯვენა ხელის სამი თითი წმინდა სამების რწმენას აღნიშნავს, ორი ხელის გულს ჩაკრული კი იმას მიგვანიშნებს, რომ გვწამს მაცხოვრის ღვთაებრივი და კაცობრივი ბუნება, როგორც პირჯვრის წერა, მუხლმოდრაკაც გამოხატავს მლოცველი კაცის რელიგიურ გრძნობას კონკრეტულ მომენტში. ეს ჟესტი მნიშვნელოვნად მოქმედებვს ადამიანებზე მნიშვნელოვნად მოქმედებს ადამიანებზე და განაწყობს მას ლოცვისთვის.
ღვთისმსახურებას თან ახლავს გალობა და კითხვა. კითხულებენ ხმამაღლა ამას თავისი მიზეზი აქვს. გაბმით კითხვა გამოხატავს მთელი ეკლესიის წევრთა ლოცვას, სიმრავლეს ხმებისას.გალობა ეკლესიის საერთო ლოცვაა და დიდი მნიშვნელობა ენიჭება ტექსტს. გალობას ტაძარში მორწმუნე ერი ღმერთს აღუვლენს დიდებას, მადლობასა და ვედრებას. ამ წესმა ჩვენს დრომდე მოაღწია.
ჩვენი ხსნის საიდუმლო ახსარებაშია. საიდუმლოში მონაწილეობის მოღება ნიშნავს ზიარების მიღებას.
„პასექი მორწმუნეთა“. ნაცნობა სხვა არაფერია თუ არა სიკვდილი და აღდგომა მაცხოვართან ერთად. ნათლობა ჩვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოვლენაა.
აღდგომის დღესასწაული მხოლოდ მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომას როდი ნიშნავს. ეს დღე თითოეული ჩვენთაგანის აღდგომას-ნათლობას, სულიწმინდის მადლით განწმენდას, ახალი ცხოვრების დასაწყისს შეგვახსენებს.
ახალი ცხოვრების შესახვედრად აუცილებელია კვირა დღეს წირვაზე ეკლესიის ყველა წევრი ეზიაროს, განსაკუთრებით კი აღდგომა დღის ლიტუგიაზე.
ლოცვა აგრეთვე სწაფვაა, მოთხოვნილება ღმერთთან ყოფნისა. ლოცვა მოითხოვს დიდ, სერიოზულ თავდადებულ შრომასა და გულმოდგინებას.
„როგორ შეიქმნა სამყარო“
ღმერთმა სამყარო არაფრისგან შექმნა. მან თავის გონებით, სიტყვითა და ბრძანებით შექმნა სრულყოფილი სამყარო.
No comments:
Post a Comment