ჯვრის მონასტერი — VI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მდებარეობს მცხეთის აღმოსავლეთით, მდინარეების მტკვრისა და არაგვის შესართავთან, კლდოვანი მთის წვერზე.ტაძრის სახელწოდებას ისტორიული საფუძველი აქვს. IV საუკუნის 30-იან წლებში ქტისტიანობის მიღების პირველივე წლებიდანვე ამ ადგილას მეფე მირიან III-მ ხის დიდი ჯვარი აღმართა, რომელსაც გარდა ქართველებისა თაყვანს სცემდნენ მთელი კავკასიის ქრიატიანებიც. VI საუკუნის II ნახევარში (545-586) ქართლის ერისმთავარმა გუარამმა ჯვრის ჩრდილოეთით პატარა ეკლესია ააშენა. იმავე - VI საუკუნის მიწურულსა და VII საუკუნის დასაწყისში (586/587-604/605) გუარამის ძემ - ერისმთავარმა სტეფანოზ I-მა ასევე მისი ძმების დემეტრესა და ადარნასეს (604/605-634/635) და ერისმთავართა სახლობის სხვა წევრების თანამონაწილეობით მცირე ტაძრის გვერდით ააგო დიდი ტაძარი, რომელსაც ზედ გადაეხურა ხის ჯვარს (ჯვრის კვარცხლბეკი დღემდეა დარჩენილი ეკლესიაში). ჯვრის მცირე და დიდი ტაძრების აგების დროს თვით ძეგლთა ანალიზის საფუძველზე დაადგინა გ. ჩუბინაშვილმა. საუკუნეთა მანძილზე მცირე ტაძარი ძლიერ დაზიანდა, დიდმა ტაძარმა კი კარგად მოაღწია დღემდე. ჯვრის მონასტერს სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდაჯვრის დიდი ტაძარი ჯვარგუმბათოვანი ტიპის ნაგებობაა, მისი გარეტა პირი და ინტერიერი ამოყვანილია ვარდისფერი ქვით, ზოგ ადგილას კი მუქი ღვინისფერი ქვის კარგად გათლილი კვადრებისაგან. ქვებს შორის ნაკერების სწორხაზოვნება, ყველგან მკაცრადაა დაცული, ტაძარი თავისი მასშტაბითა და დანაწევრებით, ორგანულად ერწყმის მთას. ტაძარი აღმართულია მოსწორებულ, სწორკუთხა მოედანზე. აქვს ორსაფეხურიანი ცოკოლი, დასავლეთით იგი ემყარება ხელოვნურად გამაგრებულ ვერტიკალურ კლდეს. ტაძარში შესასვლელი სამხრეტიდან და ჩრდილოეთიდანაა. გუმბათის ნახევარსფეროში გამოსახულია რელიეფური ჯვარი. რომელსაც აქვს როგორც მხატვრული ისე კონსტრუქციული დანიშნულება. გუმბათქვეშა სივრცე ოთხივე მხრივ გახსნილია აბსიდებით, რომელებიც გეგმაში ჯვარს ქმინან, ჯვრის მკლავებს შორის ყოველ კუთხეში ჯვაროვანი კამარიტ გადახურულია თაღია, ისინი . ყოველ ნიშში გაჭრილია ოთახში შესასვლელი: სამკვეთლო და სადიაკვნე. სამხრეთ-დასავლეთი ოთახი საქალებოა, რომლის შესასვლელის თავზე წარწერაა: "ქ წყალობითა ღმრთისაითა და შეწევნითა ჯვარისაითა მე, თემესტია, მხევალმა ქრისტესამან, აღვაშენე საყოფელი ესე სახსენებელად სულისა ჩემისა თაყვანისსაცემლად დედათა."
ჯვრის ტაძარი - ძველი ქართული ხუროთმოძღვრებია ზიებათა დამარგვინებელი და ყველზე სრულად განმასახიერებელი ნაწარმოები - საფუძველს უყრის განვითარების მთელ საფეხურს: VII საუკუნეში იქმნება ანალოგიურ ძეგლთა მთელი ჯგუფი, რომლებიც გეგმისა და საერთო აგებულების მხრივ დიდად უახლოვდება მცხეთის ჯვარს, მაგრამ, ბუნებრივია, კერძო თვისებებითა და დეტალებით განსხვავდება მისგან. ასეთებია ატენის სიონი, ძველი შუამთა, მარტვილი.
ჯვრის ტიპი, ე.ი. კუთხისოთახებიანი ტეტრაკონქი, ცნობილია მხოლოდ საქართველოსა და სომხეთში. სომხური ნიმუშები ქართული ნიმუშთაგან განსხვავდება გარკვეული თავისებურებით, როგორც საერთოდ ამ ორი ქვეყნის ხუროთმოძღვრება. ჯვრის მცირე ეკლესია (8,3X5,5 მ) მდებარეობს დიდი ტაძრის ჩრდილოეთით. გადმოცემით ცნობილია რომ ჯვრის მცირე ტაძარი აშენებულია ქართლის პირველი ერისმთავარი - გვარამის მიერ. გარედან იგი ორფერდა სახურავიანი მარტივი სწორკუთხა ნაგებობაა, შიგნით ჯვრისებრი მოხაზულობა აქვს (1 აფსიდითა და 3 სწორკუთხა მკლავით). შუაში კვადრატია, რომელსაც გუმბათისებრი გადახურვა ჰქონია (მხოლოდ ყელის გარეშე). ნაშენია კარგად გათლილი, მომწვანო ფერის ქვიშაქვის დიდი კვადრებით. წყობის ჰორიზონტალური ნაკერების სწორხაზოვნება ფასადებზე და ინტერიერში მკაცრადაა დაცული. ტაძრის სამხრეთით და ჩრდილოეთით განლაგებულია კარიბჭეები. სამხრეთის კარიბჭე დიდსა და მცირე ტაძარს აერთებს. ტაძრის ჩრდილო დასავლეთით თაღოვანი ნიშია, რომელშიც გამოსახულია განედლებული ჯვარი, ვარაუდობენ რომ ამ ნიშში კათალიკოსის ტახტი იდგა. აბსიდის იატაკი ერთი საფეხურით არის აწეული, საკურთხევლის კონქი თავიდან მოზაიკით ყოფილა შემკობილი, რომელიც დღეს უკვე წაშლილია. ეკლესია დგას მაღალ თლილი ქვით ნაგებ სუბსტრუქციაზე, რომელიც შენობას საზეიმოიერს ანიჭებს. ეკლესია ძლიერ დაზიანებულია: სახურავი და კამარა ჩანგრეულია, იატაკი აყრილი, ფასადის კვადრები გამოქარული და ამოცვენილი. ეკლესიის ცენტრალური კვადრატი უფრო მაღალია ვიდრეშენობის დანარცენი ნაწილები. იგი გადახურული ყოფილა ჯვაროვანი კამარით. ჯვრის მკლავები ცილინდრული კამარებითაა გადახურული. აღმოსავლეთისა და დასავლეთის მკლავები შედარებით დაგრძელებულია. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია განიერი ბემით. აფსიდში, სარკმლის ორივე მხარეს, ნიშებია. აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლებში მოზრდილი სარკმლებია, ხოლო დანარჩენ ორ კედელში - ტიმპანებიანი გასასვლელები. ტაძრის გარშემო არსებული საფორტიფიკაციო ნაგებობები (ამჟამად დანგრეული კოშკი და გავალავი) უფრო გვიანდელია.
წლების განმავლობაში ჯვრის კომპლექსისთვის ბევრი ზიანი იქნა მიყენებული, ბუნებით თუ ადამიანის ხელით და ამჟამად ის მსოფლიოს 100 განადგურების პირას მისულ უმთავრეს კულტურულ ძეგლთა შორისაა.
No comments:
Post a Comment