ყოვლად წმიდა ღვთისმშობელი



                                  ”   მიძინება ყოვლად წმიდა ღვთისმშობლისა”



ამქვეყნად ადამიანი, რომ გარდაიცვლება მისი ახლობლები და ნათესავები სტირიან და წუხან. გარდაცვალების დღეს კი დიდხანს იხსენებენ გლოვითა და ტირილით, ეს იმიტომ, რომ მისი სახით ამქვეყნად მათ მოაკლდათ ახლობელი, ნუგეშის მცემელი, მათზე მზრუნველი. ამრიგად ერთი კაცის სიკვდილი არის დიდი დანაკლისი მრავალთათვის, გახსენებით ამისა მართლმადიდებელი ეკლესია ღვთის მშობლის მიძინებას ანუ გარდაცვალებას დღესასწაულობს, რადგან მიძინება ყოვლადწმინდისა არ იყო მსგავსი ჩვეულებრივ კაცთა აღსრულებისა, გარდაცვალება მისი აღსავსე იყო მრავალი სასწაულით. ჯვარცმულმა მაცხოვარმა ღვთისმშობელს იოანე მახარობელზე მიუთითა „დედაკაცო, აჰა ძე შენი! და მერმე მოწაფესა მას ჰრქვა:აჰა დედა შენი!“ )ინ.19.26-27). იოანე მახარებელმა კი თავისთან წაიყვანა დედა უფლისა და საკუთარი დედასავით ზრუნავდა მასზე.

ყოვლად წმინდა ღვთისმშობელმა მაცხოვრის ამაღლების შემდეგ რამდენიმე წელიწადი იცხოვრა დედამიწაზე, ორ მოწაფე ქალწულთან ერთად, მყუდროდ ლოცვითა და ვედრებით საკუთარი ძისადმი. ერთხელ როდესაც იგი ელიონს მთაზე ლოცულობდა მთავარ ანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და აუწყა, მისი ამ ქვეყნიდან გასვლის მიახლოება და ზეთისხილის რტო გადასცა. ღვთისმშობელი დიდად გაახარა ამ უწყებამ და მიცვალებულისათვის მზადება დაიწყო. მან ლოცვით შეჰვედრა ღმერთს, რომ მისი გარდაცვალების დღეს ყველა მოციქული მასთან ყოფილიყო და მართლაც, მიძინების დღეს ყველა მოციქული თომას გარდა მასთან შეიკრიბა:პეტრე-რომიდან, პავლე-ტიბერიიდან, მათე-ზღვიდან, მარკოზი-ალექსანდრიიდან, ბართლომე-თებაიდიდან, ხოლო ანდრია, იაკობი, ფილიპე, ლუკა და სვიმონი-ხუთივე აღსდგა საფლავიდან და ისე მივიდნენ ღვთისმშობელთან. „მსწრაფლ სიონსა მცა ხარ მარიამისთანა“. ესე ეუწყათ მოციქულებს და აღტაცებულნი სულიწმინდის მიერ
ღრუბლით,შეიკრიბნენ სიონს შინა,მოციქულებმა უამბეს,ყოვლად წმიდას,თუ ვინ სად იქადაგა ძე მისი და
ამის გამო,რომელნიც გარდაცვლინლი იყვნენ. უთხრეს თუ როგორ აღესრულენ უფლის სახელისთვის. ესმათ მოციქულთა საქმენი ახლო-მახლო მყოფ ურიებს და შეიკრიბნენ მათ დასახოცად. მაგრამ სულიწმინდის მიერ დაბრმავდნენ და დამუნჯდნენ ყველანი, გარდა ერთისა, იგი ეუბნებოდა ურიებს, რომ მარიამი ჭეშმარიტად ღმრთის შობელია, ხოლო მოციქულები სულისა და ხორცის მკურნალნი. ამ სასწაულის შემდეგ შეისმინეს ურიებმა მისი, ანუ აბრაამის, სიტყვა და აღიარეს მარიამი ღვთისმშობლად და მოციქულები ქრისტეს ჭეშმარიტი სიტყვის მქადაგებლად, ამის გამო კი მსწრაფლ განიკურნენ, მივიდნენ ღვთისმშობელთან და თაყვანი სცეს მას. შემდგომად ამისა ღვთისმშობელმა თქვა:ვიდრემდის არა მოვიდეს შობილი ჩემი. მანამ არა გავიდეს სული ჩემი გვამისაგან ჩემისა“. და თხოვა იაკობ მღვდელმოძღვარს, რომ ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს ეზიარებინა, როდესაც ზიარება დასრულდა მარიამმა შეჰღაღადა ძეს თვისას რათა ბოროტი ჰაერის მცველთაგან დაეცვა იგი, იმ დროს მთავარ ანგელოზნი:მიქაელი და გაბრიელი მიეახლნენ მას და ახარეს, რომ ძე მისი მობრძანდებოდა, მაცხოვრის მოსვლამ ყველა ძალზედ გაახარა, რადგან კვლავ იხილეს სასო ყოველთა დაბადებულთა, ყოვლად წმინდა ქალწულმა შეავედრა ქრისტეს ყოველნი დაბადებულნი, რათა უფლის მარჯვენით დგომის ღირსნი გაეხადა და ამის შემდგომ კი შეჰვედრა სული თვისი ღმერთს და უბიწო ძალით მიიძინა, ძე ღვთისამ კი საკუთარი ხელით შეიყვანა მისი სული ცათა სასუფეველში, მოციქულებმა ის ღამე ლოცვით და გალობით გაატარეს, დილას კი ღვთისმშობლის წმინდა სხეული გეთსიმანიის ბაღში, წინასწარ გამზადებულ საფლავისაკენ წააბრძანეს,ამ დროს კი შურით დაბრმავებული ურიები შემოერტყნენ გარს და ღვთისმშობლის წმინდა სხეულის შეურაცხყოოფა მოინდომეს, ერთ-ერთი მათგანი ისე გათავხედდა, რომ ყოვლად წმინდა ქალწულის სხეულის კუბოდან გადმოგდება მოინდომა და როდესაც კუბოს მოჰკიდა ხელი, ორივე ხელის მტევანი უხილავი მახვილით მოკვეთა, ამ სასწაულის ხილვით შეძრწუნდნენ ურიები, ხოლო თვით მან სინანულით პატიება ითხოვა, მოციქულები ლოცვით შეევედრნენ მშობელს, რომ ეპატიებინა აწ უკვე მონანულისათვის ეს დიდი შეცოდება და მართლაც, ლოცვის შემდეგ, მას ორივე ხელი ისე გაუმთელა, რომ ნაჭრილობებიც კი არ ეტყობოდა, ამის მხილველთ ირწმუნეს ჭეშმარიტი ღმერთი და ნათელ იღეს, შემდგომად ამისა მოციქულებმა ღვთისმშობლის უხრწნელი სხეული საფლავს მიაბარეს. საფლავთან დააბრძანეს მაცხოვრის ხატი და ლოცვითა და გალობით გაატარეს ღამე, შაბათ დილით აღასრულეს წირვა, ამ დროს მაცხოვრის ხატი გაბრწყინდა და მოციქულებს მიმართა:„რომელმა გვამმაც ღმერთი შვა იგი ხორცი მიწისაგან არ განიხრწნებოდა“. მწუხრის ჟამს მოციქულებმა იწყეს ღამისთევით ლოცვა და გალობა, მაგრამ ღვთის განგებით ყველას მიეძინა, ამ დროს კი იძრა მიწა და ღვთისმშობლის უბიწო სხეული ზეცას იქნა აღყვანებული. მიწისძვრამ გამოაღვიძა მოციქულები, მალე მათ იხილეს თომა მოციქული, რომელმაც ვერ მოუსწრო (ინდოეთიდან)-ღვთისმშობლის მიძინებასა და დაკრძალვას და ამან ძალზედ დაამწუხრა.

როდესაც მაცხოვარი დახშულ კარში შევიდა გამოეცხადა ოთახში მყოფ მოციქულებს. თომა არც მაშინ იმყოფებოდა იქ, ხოლო ერთი კვირის შემდეგ რომ მოვიდა მაცხოვარი კვლავ გამოეცხადა, თომამ კი განიხილა მაცხოვრის ნაიარევი ადგილები და დარწმუნდა მის მკვდრეთით აღდგომაში. მსგავსად აქაც დაიგვიანა მან და მოციქულებს შესთხოვა გაეხსნათ საფლავი, რათა დარწმუნებულიყო ღვთისმშობლის გარდაცვალებაში, მოციქულებმა ლოცვის შემდეგ მართლაც გახსნეს საფლავი, მაგრამ წმინდა სხეული მარადის ქალწულისა იქ არ დახვდათ, მხოლოდ ლამაზად დაკეცილი სახვევები იხილეს, ამ დროს კი თვალის მომჭრელი ნათელი გამობრწყინდა და მათ წინაშე დედა ღვთისმშობელი იდგა, მან მოუწოდა თომას, რომ მოსულიყო მასთან და ერწმუნა მისი გარდაცვალება, მართლაც მივიდა თომა მოციქული ღვთისმშობელთან, მან კი სიყვარულით გულში შეიტკბო, დალოცა და მალევე განეშორა მათ. მოციქულებმა მადლობა აღუვლინეს უფალს, კვირას წირვა აღასრულეს და სამუდამოდ განაწესეს ხსენება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინებისა.

მისი მიძინებით არა თუ მოაკლდა ამ სოფელს რამე, არამედ დიდი მეოხი შესძინა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა, როგორც მიძინების ტროპარში ვკითხულიბთ:„შობასა ქალწულებაი დაიმარხე და მიცვალებასა სოფელი არა დაუტევე“... მართლაც მისი ამიერ სოფლიდან ცათა სასუფეველში დამკვიდრებით შეიქმნა იგი მთელი სოფლისათვის ღვთის წინაშე წყარო მადლისა და კარი მოწყალებისა და სწორედ ამის გამო დღესასწაულობს მარლმადიდებელი ეკლესია მიძინებას ყოვლადწმინდა ქალწულისა.

No comments:

Post a Comment